კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ლეგენდარული ფეხბურთელების შესახებ წერს:
"პელეს და ბარქაიას ბრაზილია და საქართველო ერთ დღეს დაემშვიდობა.
დამთხვევაა? ფეხბურთის ღვთაებას დავეკითხოთ.
საქართველომ მშობლიურ მიწას მიაბარა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ (სიომა) ბარქაია.
თბილისის "დინამო"-ს 1964 წლის "ოქროს თაობის" კაშკაშა ვარსკვლავი. ფეხბურთის ქომაგთა სიხარული და სიამაყე!
მადლობა შენ ვლადიმერ ბარქაია!
უფალს ებარებოდე!"