ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანას თხოვნით მიმართავს, ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონს პელეს სახელი მიანიჭონ.
ჯანი ინფანტინომ, რომელიც ბრაზილიაში პელეს დაკრძალვაზე იმყოფება, ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა:
მსოფლიოს ყველა ქვეყანას თხოვნით მივმართავთ, თავიანთ ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონს პელეს სახელი მიანიჭონ.
ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.
პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი - 1958, 1962 და 1970 წლებში.
FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.