პელეს მსოფლიოს ყველაზე მაღალ ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ

პელეს მსოფლიოს ყველაზე მაღალ ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ

ლეგენდარულ პელეს ქალაქ სანტოსში, „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ვერტიკალური სასაფლაო. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 2 იანვარს საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც სამგლოვიარო პროცესია ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლებს და ჩაივლის ფეხბურთელის დედის, 100 წლის სელესტე არანტისის სახლთან.

3 იანვარს პელეს „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

14 სართულისგან შემდგარი ვერტიკალური სასაფლაო „ეკუმენიკა“ 1983 წელს აშენდა. ის 1,8 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და 16 000-მდე საფლავს იტევს.

ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, პელეს გარდაცვალების გამო, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.