ნიკა მელია:

ნიკა მელია: "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში გამარჯვებას ვაპირებ და ამაში ეჭვიც არ მეპარება

"ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში გამარჯვებას ვაპირებ და ამაში ეჭვიც არ მეპარება - ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა,

"ნაციონალურ მოძრაობაში" გამარჯვებას ვაპირებ და ეჭვი არ მეპარება, ამისი ყოველი მონაცემები მაქვს. გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის ამომრჩევლები, მაგრამ ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ შედეგი არ არის ისეთი როგორიც გინდა, ბრძოლისგან უარის თქმა მე არ მჩვევია, არასოდეს მითქვამს და ვრჩები იქ სადაც ვარ"- აღნიშნა ნიკა მელიამ.