მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ როგორც საჯარო პირებს აქვთ ვალდებულება, საქმიანობა გამჭვირვალედ აწარმოონ, იგივე ეხება ყველას, როცა საუბარია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე.
„როცა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და უსაფრთხოებაზეა საუბარი, კეთილი უნდა ვინებოთ, როგორც საჯარო პირებს გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალედ ვაწარმოოთ, იგივე ეხება ყველას. მით უმეტეს, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც საჯარო სივრცეში აზრის ფორმირება სურს, რა არის გასაკვირი, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესზე უნდა იყოს საუბარი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.