2022 წელს ძალიან ბევრი რამის გაკეთება ვერ შევძელით, რის სურვილიც გვქონდა. მთავარი ჩემი პრობლემა და საზრუნავია ის, რა გარემოც არის ქართულ პოლიტიკაში და რისი შეცვლაც ვერ შევძელით - ეს არის ტოტალური დაპირისპირება 2 პარტიას შორის, რაც არ იძლევა საშუალებას პარლამენტში საუბარი იყოს იმ საჭიროებებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ ყოველდღიურად, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ძირითადად მაინც ლაპარაკი არის პოლიტიკურ თემებზე, დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან, დამთავრებული „ქართული ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის დაპირისპირებით - ეს შთანთქავს ყველანაირ სივრცეს და საბოლოო ჯამში, ჩვენც გამოვდივართ ამ დაპირისპირების კომენტატორები. ეს წელი უფრო მეტი დრო შევალიე კომენტარების კეთებას მათ შესახებ, ვიდრე იმ საკითხებზე მუშაობას, რაც მაინტერესებდა, უბრალოდ შეუძლებელია ამის კეთება, როდესაც ასეთ გარემოში ხარ, თუმცა ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთება შევძელით. 2023 წელს ვგეგმავთ უფრო მეტი ძალისხმევა ჩავდოთ იმ საკითხებში, რაც ჩვენთვის საინტერესოა“, - განაცხადა იოსელიანმა.