როდესაც საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, [ასე მოიხსენებ] რომლებიც საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გადაიარეს სააკაშვილის მთავრობის და უშუალოდ მისი დამოკიდებულება, ეს არის მინიმუმ არასწორი და ასევე შეიცავს საფრთხეებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.
„ანუ, მათ ვერ გაიგეს, რატომ უთხრა უარი საზოგადოებამ 2012 წელს და რატომ იყო ეს ამ სიმძიმის, რომელიც თითოეული მოქალაქის უშუალოდ ფიზიკურ არსებობაზეც კი გავიდა. ასევე, პრეზიდენტის დამოკიდებულება, რომ თითქოს ეს ხალხი მას მიუვარდა - ეს ხალხი მივიდა საკუთარი წარსულის სწორი შეფასებისთვის და იმისთვის, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ოჯახები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი და დამამცირებელი იყო როგორც სალომე ზურაბიშვილის საჯარო მიმართვა, ასევე გიული ალასანიას განცხადება, რომელმაც ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს, საეჭვო ხალხი უწოდა.