ოზურგეთში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ოზურგეთში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ოზურგეთში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოეწყო - საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ადგილობრივი ანსამბლების შემდეგ, მსმენელის წინაშე ირინა ბაირამაშვილი, დათო ლონდარიძე და ჯგუფი ‘’გუფი ლენდი‘’ წარდგნენ.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.