ლიბერთიმ, განახლებული ციფრული ბანკი 2019 წელს წარადგინა და ბოლო წლებში აქტიური მომხმარებლების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და დღეს, უკვე 500 000-ზე მეტი მობაილ და ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი ჰყავს.
ლიბერთის მობაილ ბანკის მე-500 000 მომხმარებელი ბათუმელი თენგიზ მდინარაძეა, რომელიც ლიბერთის ციფრული სერვისებით სულ ახლახან დაინტერესდა და დარეგისტრირდა. ლიბერთის გუნდმა გადაწყვიტა მისთვის სიურპრიზის გაკეთება - ლიბერთის ციფრული ბანკინგის გუნდი პირადად შეხვდა თენგიზს და საჩუქრად Google Pixel 7 სმარტფონი გადასცა.
“ლიბერთის მობაილ ბანკი ჩემთვის ძალიან მარტივი მოსახმარი აღმოჩნდა. აქ ყველაფერია, რაც შეიძლება ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთო. მობაილ ბანკს ძირითადად პირადი გადარიცხვებისთვის ვიყენებ. მომწონს ‘ყულაბის’ და ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისები. მართალია, სულ ახლახან დავრეგისტრირდი, მაგრამ უკვე ისიც შევამჩნიე, რომ კომუნალურების გადახდა სხვა ბანკებთან შედარებით დაბალი საკომისიოთი შემიძლია. ჩემი ახალი ტელეფონით ნელ-ნელა გადმოვიტან კომუნალურების შაბლონებსაც. საჩუქარს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა ამხელა ყურადღება” - თენგიზ მდინარაძე, ლიბერთის მობაილ ბანკის მე-500 000 მომხმარებელი.
ლიბერთის განახლებულ მობაილ და ინტერნეტ ბანკზე მუშაობისას, მთავარი მიზანი იყო მომხმარებლებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე შესძლებოდათ ლიბერთის ნებისმიერი პროდუქტით და სერვისით სარგებლობა. ახალი ფუნქციები, რომელიც ციფრულ ბანკინგში ჩნდება, მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება:
„ნახევარი მილიონი მომხმარებელი ჩვენი გუნდისთვის ერთის მხრივ დიდი წარმატებაა და ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობა. ვგრძნობთ ჩვენი მომხმარებლის ნდობას და გვინდა, რომ ყოველთვის იმაზე მეტი შევქმნათ მათთვის, ვიდრე მოელიან. ლიბერთი საქართველოს ყველა ქალაქში, სოფელში და რეგიონშია ფიზიკურად წარმოდგენილი. ადამიანები ჩვენს საბანკო მომსახურებებს იყენებენ, ისეთ მოშორებულ ადგილებშიც, საიდანაც რთულია ფილიალში მისვლა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მობაილ ბანკი ერთნაირად მარტივი გამოსაყენებელი იყოს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. გვეამაყება, რომ მობაილ ბანკის განახლებაზე ლიბერთის გუნდმა იმუშავა. მუდმივად ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე - გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და საკუთარ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.“ - გიორგი ქოროღლიშვილი დისტანციური არხების, ბარათების განვითარების და ლოიალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულებამ წელს რამდენიმე ახალი ფუნქცია წარადგინა და გააუმჯობესა არსებული სერვისებიც. მობაილ ბანკის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე. რეგისტრაციის გავლა და ციფრული საბანკო სერვისებით სარგებლობა ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია: https://my.libertybank.ge/
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება