საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს(VIDEO)

საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს(VIDEO)

ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ბიძინა ივანიშვილმა გულითადად მიულოცა ალგირდას ბუტკევიჩიუსს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი და აღნიშნა, რომ ეს არის შესაძლებლობა, ლიტვამ განახორციელოს დასახული ამოცანები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის გაძლიერებაში.

"მოხარული ვარ, რომ შედგა ჩემი შეხვედრა ბატონ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი და მრავალმხრივი აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თავის მხრივ, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლიტვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასოცირების შესახებ ხელშეკრულება პარაფირებულ იქნას.