ინგრედიენტები
50 გრამი ბულგარული წითელი
50 გრამი ბულგარული მწვანე
60 გრამი სოკო
50 გრამი ზეთისხილი
500 გრამი ფქვილი
1 ჩ/კ საფუარი
1 ს/კ მარილი
2 ს/კ ზეთი
1 ჩ/კ შაქარი
300 მლ/ლ წყალი
5 ცალი პომიდორი
1 კბილი ნიორი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ ტომატ პასტა
1 ჩ/კ ხმელი ბაზილიკი
1 ჩ/კ როზმარინი
1 ს/კ ორეგანო
1 ჩ/კ შაქარი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
მომზადება
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი. დაამატეთ მარილი და შაქარი. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით წყალი. დაამატეთ საფუარი და გახსენით. დაუმატეთ ზეთი. მიღებული სითხე დაასხით ფქვილს. კარგად მოზილეთ. დაასვენეთ 30 წთ. გადაზილეთ და დაასვენეთ 15 წთ.
ქვაბში მოათავსეთ დაბლენდერებული პომიდორი. დაამატეთ ნიორი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ხმელი ბაზილიკი, ორეგანო და როზმარინი. კარგად აურიეთ. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და ტომატ პასტა. დაამატეთ შაქარი, მარილი და პილპილი. აადუღეთ და გადმოდგით.
ცომი კარგად გააბრტყელეთ. წაუსვით სოუსი. მოაყარეთ ბულგარულები, სოკო და ზეთის ხილი. გამოაცხვეთ 8-10 წთ. 180° გრადუსზე.