ინგრედიენტები
1 ცალი ინდაური
5 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჩ/კ შავი პილპილი და მიხაკი
20 ცალი სოკო
1 ჩ/ჭ წითელი ღვინო
1 ჩ/კ კოვზი რომი
მწვანილი გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მომზადება
გამოშიგნული ინდაური ჯერ ოდნავ მოვხარშოთ მრგვლად და შემდეგ შევდგათ ჰაერღუმელში, თან მოვაყაროთ მარილი, მწვანილის ძირები და 20 ცალი სოკო. თანდათან ცოტ-ცოტათი ვასხათ მისივე ნახარში წვენი.
შემწვარი ინდაური გადმოვიღოთ დიდ თეფშზე და დავჭრათ ნაწილებად. ასევე დავჭრათ შემწვარი სოკოები მოგრძო ნაჭრებათ და ისევ ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წითელი ღვინო და რომი, მოვაყაროთ დანაყილი შავი პილპილი, წამოვადუღოთ და დავასხათ იმ თეფშის შუა ადგილას, რომელზედაც გვაქვს შემწვარი ინდაური.