ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ბიძინა ივანიშვილს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში თეატრალიზებული დახვედრა მოუწყვეს. გათამაშდა სცენა ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე ისაუბრა და წაიკითხა ამონარიდები მისი ნაწარმოებებიდან.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ნოდარ დუმბაძე იყო გამორჩეული ქართველი მწერალი, რომელიც ქართველ მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს. "მისნაირი იუმორი არავის ჰქონდა. მას არაჩვეულებრივად შეეძლო თუნდაც ყველაზე ტრაგიკული გმირების კომიკურად წარმოჩენა", - აღნიშნა პრემიერმა.