ლევან ხაბეიშვილი: დარწმუნებული ვარ, მიშა სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე ბევრი ადამიანი მოვა

ლევან ხაბეიშვილი: დარწმუნებული ვარ, მიშა სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე ბევრი ადამიანი მოვა

ფოთში ,, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა.

 როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიკა მელია ჯერ კიდევ არის თავმჯდომარე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არჩევნებია და შესაბამისად პარტიის მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება თავმჯდომარე.

„მიშა სააკაშვილის სოლიდარობის აქცია 3 დეკემბერს 15:00 საათზე ჩატარდება. ეს განცხადება გავაკეთე საჯაროდ და ცხადია დამალული არ იქნება ვერავისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა , ვისაც ექნება ერთი მოთხოვნა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფა. ნიკა მელია ჯერ კიდევ არის თავმჯდომარე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არჩევნებია და შესაბამისად პარტიის მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება თავმჯდომარე. ამიტომ, ჩვენ ინდივიდუალურად, ცხადია, გვაქვს უფლება, როგორც მე ისევე ნიკას, კონკრეტული ინიციატივა გავაჟღეროთ“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა