ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილი დავიწყებული არავის ჰყავდა

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილი დავიწყებული არავის ჰყავდა

მიხეილ სააკაშვილი დავიწყებული არავის ჰყავდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში ორივე მხარიდან, ძალიან აწუხებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება.