ასფალტის საფარი რამდენიმე მისამართზე მოწესრიგდა

ასფალტის საფარი რამდენიმე მისამართზე მოწესრიგდა

დიდუბის გამგეობა რაიონში არსებული სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, საგზაო სამუშაოებსაც აქტიურად ახორციელებს.

ამ ეტაპზე, სამუშაოები ოთხ მისამართზე - სამტრედიის ქუჩის N3ა-ში, მირცხულავას ქუჩის N1-ში, წერეთლის გამზირის  N132-სა და დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-7 კორპუსის მიმდებარედ დასრულდა. ჯამში, ასფალტის საფარი 2332 კვ.მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც 171 900 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ასფალტის საფარი 43 501 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. განხორციელებული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 693 676 ლარი გამოიყო.