საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრა ურეკის კულტურის სახლში გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო. “ ასეთ შეხვედრებს რეგულარულად ვმართავთ, რომელზეც ქვეყანაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ. დღეს საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორ უნდა წარიმართოს საპრეზიდენტო კამპანია - ყველა კანდიდატს ექნება კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობა და არ მოხდება ისე, როგორც წინა წლებში იყო.” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.