სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების  შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების  შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის  ფაქტი აღიკვეთა.  მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.შ.-ს,  როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ:  დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, სხვადასხვა ზომის 2 490 ცალი ძვირფასი ქვა და მობილური ტელეფონი გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  26561.18 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.