სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა

სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის პარალელურად, უკვე არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების შედეგად, განახლდა და შეიღება სკამები, შეიცვალა დაზიანებული საქანელები, ნაგვის ურნები და სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა.  ასევე, საჭიროებისამებრ, განთავსდა ახალი ბავშვთა გასართობი მოედნები  და სავარჯიშო სივრცეები.

ჯამში, მიმდინარე წელს შეიცვალა 62 საპარკე სკამი, 30 ურნა და 13 საბავშვო ატრაქციონი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 314 ლარი გამოიყო. ინვენტარის აღდგენის  სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კომპასი ჯ.კ" განახორციელა.