Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდა

Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდა

რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ. ინფორმაციას Bloomberg, წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მინისტრების მოსაზრებები განსხვავებული იყო რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ნავთობის ღირებულების შეზღუდვებისა და ზღვრული ღირებულებების შემოღების გრაფიკთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ ფასის ზედა ნიშნულად ბარელზე 65 დოლარი შესთავაზა ქვეყნებს, ხოლო პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ამას მოსკოვისთვის ძალიან "კეთილშობილური შეთავაზება" უწოდეს.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს დიდი სავაჭრო ფლოტი, როგორიცაა საბერძნეთი და მალტა, არ სურთ ფასი 70 დოლარზე დაბალი იყოს.