საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო. პრემიერ-მინისტრი საორგანიზაციო საკითხებით დაინტერესდა, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების მშვიდ და სამართლიან პირობებში წარმართვას.