16-17 ნოემბერს, თბილისში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და აღსრულების პროცესის თავისებურებებს.
კონფერენცია გაიმართება „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში”.