თსუ - საგამოცდო ცენტრის რეაბილიტაციის გეგმა შეიქმნება

თსუ - საგამოცდო ცენტრის რეაბილიტაციის გეგმა შეიქმნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ კანცლერთან ლაშა საღინაძესთან ერთად თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული საგამოცდო სივრცე დაათვალიერეს.

თსუ საგამოცდო სივრცეში გუშინ ძლიერი ქარის შედეგედ ჩამოვარდნილი პლასტმასის მსუბუქი კონსტრუქციის დაკიდული ჭერის ნაწილი მთლიანად აღდგენილია,  საგამოცდო პროცესი სრული დატვირთვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საგამოცდო ცენტრის დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება მთელი შენობის რეაბილიტაციის გეგმა, რათა თანამედროვე ტიპის საგამოცდო ცენტრის შესაქმნელად  მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.