ინგრედიენტები
1/4 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
2 ს/კ სოიოს სოუსი
1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
1/4 ჩ/კ მარილი
1/8 ჩ/კ დაფქვილი შავი წიწაკა
1 ცალი ორაგულის ფილე
მომზადება
პატარა ფიალაში აურიეთ ნეკერჩხლის სიროფი, სოიოს სოუსი, ნიორი, მარილი და წიწაკა.
მოათავსეთ ორაგული მინის საცხობ ჭურჭელში და დაფარეთ ნეკერჩხლის სიროფის ნარევით. დაახურეთ ჭურჭელს და ასე გააჩერეთ ორაგული მაცივარში 20-30 წუთით (არ გადააჭარბოთ!), შუა პერიოდში ამოაბრუნეთ ერთხელ.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200˚C-მდე.
მოათავსეთ ჭურჭელი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ ორაგული 20 წუთით თავდაუფარებლად, ან სანამ ჩანგლით ადვილად დასაშლელი არ გახდება. ცხობის მეორე ვარიანტია, რომ ღუმელი 230˚C-მდე გააცხელოთ და აცხოთ ორაგული 4-6 წუთით ორივე მხრიდან. მხედველობაშია მისაღები ფილეს სისქე.
ასევე უხდება ჯინჯერი (იგივე კოჭა/იმბირი/ჯანჯაფილი).