შინაგან საქმეთა სამინისტრო ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციებს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე არ ავრცელებს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცის დედა, დეიდა, ბებია და ოჯახის კიდევ სამი წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროში სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს.
მათივე ინფორმაციით, კითხვები ძირითადად ბავშვის გარდაცვალებასთან ოჯახის წევრების შესაძლო კავშირს ეხებოდა. რაფალიანცის ოჯახის წევრები შსს–ში ისე წაიყვანეს, რომ მათთვის ცნობილი არ იყო სიცრუის დეტექტორით შემოწმების შესახებ.