ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 107 მებრძოლი გაათავისუფლა

ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 107 მებრძოლი გაათავისუფლა

ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 107 მებრძოლი გაათავისუფლა, მათ შორის „აზოვსტალის“ 74 დამცველი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დაბრუნებულთაგან ბევრი დაშავებულია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი.

გათავისუფლებულებს შორის ექვსი ოფიცერია. ასევე, გათავისუფლებულია ბატალიონ „აზოვის“ სამი წევრი.