ზელენსკი აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში, თუ მას პუტინი დაესწრება

ზელენსკი აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში, თუ მას პუტინი დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც ნოემბერში ინდონეზიაში გაიმართება, თუ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაესწრება.

„ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას სამიტზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.