ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა პარლამენტში მანდატების საბოლოო გადანაწილება გამოაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი პოლიტიკური მოკავშირეები საკანონმდებლო ორგანოში 64 მანდატს მიიღებენ, რაც საკმარისია მთავრობის ფორმირებისთვის.

9 ნოემბერს შედეგების ოფიციალურად დამოწმების შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი კონსულტაციებს დაიწყებს პოლიტიკოსებთან ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით.

„ჩვენ არ გვინდა სამთავრობო კოალიცია „მუსლიმთა საძმოსთან“ ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს, უარყოფენ ისრაელის არსებობასა და საკმაოდ მტრულად არიან განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ. ეს არის ის, რის მოტანასაც ვაპირებთ“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ CNN-ს.