სანდრო რაქვიაშვილი: ვალდებულება არ გვაქვს, რომ ვიღაცის კანონი გადავწეროთ, ამას ევროპელები პირდაპირ გვეუბნებიან

სანდრო რაქვიაშვილი: ვალდებულება არ გვაქვს, რომ ვიღაცის კანონი გადავწეროთ, ამას ევროპელები პირდაპირ გვეუბნებიან

დეოლიგარქიზაციის კანონი პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი ქართულ რეალობას არ შეესაბამება და ცვლილებები ფასადურია.

„უკრაინული კანონი სულ სხვას რაღაცას ემსახურება. არც ვიცით კარგი იქნება თუ ცუდი, როგორ იმუშავებს, რადგან იქ ომია და ამას ვერავინ შეაფასებს. რომც ევროპაში ვინმეს მოეწონოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, მათ შორის იმიტომ რომ, ევროპელები პირდაპირ გვეუბნებიან - ასეთი ვალდებულება არავის აქვს, რომ ვიღაცის კანონი პირდაპირ გადავწეროთ“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა.