გოგრის რულეტი

გოგრის რულეტი

ინგრედიენტები

3   ცალი კვერცხი

1   კბილი შაქარი

2/3  ჭიქა გოგრის პიურე

3/4  ჭიქა ფქვილი

1   ჩ/კ საცხობი სოდა

1/4  ჩ/კ დაფქული დარიჩინი

2   კბილი მოხალული ნიგოზი

1   შეკვრა კრემ–ყველი

1   ს/კ უმარილო კარაქი

3/4  ჭიქა შაქრის პუდრა

3/4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი 40X26X3 სმ ზომის საცხობ ლანგარს, დააფინეთ პერგამენტი და მოასხით საცხობი სპრეი (პერგამენტი ლანგარის ორ მხარეზე კიდეებზე გადმოაფინეთ).

დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, გოგრის პიურე, ფქვილი, საცხობი სოდა და დარიჩინი. ცომი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ. მოაყარეთ 1 ½ ჭიქა ნიგოზი და აცხვეთ დაახლოებით 10–15 წუთით, სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.

გააჩერეთ ლანგარშივე 5 წუთით, შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი ½ ჭიქა ნიგოზი. გადააფარეთ სუფთა ჭურჭლის ტილო და გადმოაბრუნეთ ლანგარი. აიღეთ ლანგარი და მოაცილეთ პერგამენტი. ტილოს დახმარებით ნამცხვარი გრძელი მხირდან გადაახვიეთ. გახსნილი ბოლოთი რკინის ცხაურზე მოათავსეთ და ბოლომდე გააგრილეთ, დაახლოებით 30 წუთით.

მიქსერით ათქვიფეთ კრემ–ყველი და კარაქი. შეათქვიფეთ შაქრის პუდრა და ვანილის ექსტრაქტი. თქვიფეთ ფაფუკი მასის მიღებამდე, დაახლოებით 2 წუთით. ნამცხვარი ფრთხილად გაშალეთ , დატოვეთ ტილოზევე. გადაუსვით კრემი და ტილოს დახმარებით ისევ გადაახვიეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა. დაჭერით და გემრიელად მიირთვით.