მოლდოვის პრეზიდენტი: პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ახლა საპროტესტო აქციები დაიწყეს, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მოლდოვაში სიტუაციის არევაზე მუშაობენ

მოლდოვის პრეზიდენტი: პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ახლა საპროტესტო აქციები დაიწყეს, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მოლდოვაში სიტუაციის არევაზე მუშაობენ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ახლა საპროტესტო აქციები დაიწყეს, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მოლდოვაში სიტუაციის არევაზე მუშაობენ.

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის ჩარევის მცდელობები ახალი არ არის და პრორუსული პოლიტიკური ძალების ბოლო საპროტესტო აქციების უკან რუსული სპეცსამსახურებიც დგანან.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მოიპარა ბევრი ფული მოლდოვაში, რუსეთის სპეცსამსახურებსა და პრორუსულ პარტიებს, საერთო მიზანი აქვთ - მოლდოვის დესტაბილიზაცია. ისინი თავის სასარგებლოდ იყენებენ იმ სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან. ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ, დავიცვათ დემოკრატია“, - განაცხადა მაია სანდუმ.