NYT: ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა

NYT: ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა. მათ შორის, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ბელგიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და იაპონიამ. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის მონაცემებით, პროცენტულად ბელგია ჩინეთს უსწრებს, ხოლო სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მაჩვენებლით ლიდერები ინდოეთი (+310%) და თურქეთი (+198%) არიან.

ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვთან ვაჭრობა 79%-ით შეამცირა, გერმანიამ კი მხოლოდ 3%-ით.