ზუგდიდის ტყეში ახალი

ზუგდიდის ტყეში ახალი "ზონდერ სახლი" აღმოაჩინეს (ვიდეო)

youtube – ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ზუგდიდის ტყეში აღმოჩენილი " კონსპირაციული სახლი", რომელიც შემოსაზღვრულია სამხედრო ქვიშის ტომრებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია"დაიცავი საქართველოს"ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია, ვარაუდობს, რომ ეს სახლი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნოდა. მისი თქმით სახლში კედელზე დაწერილი სახელები ცნობადია და ისინი შესაძლოა შსს–ს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები იყვნენ.

კახა მიქაია არ გამორიცხავს, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყოს საბრძოლო მასალების სამალავები. იგი ვარაუდობს, რომ სახლი ერთ–ერთ "ზონდერ ჯგუფს" ეკუთვნის, რომელსაც ქმნიდა ახალაია, სააკაშვილის დავალებით.