დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროექტი საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობის სადარბაზოებში დაზიანებული კიბეებისა და მოაჯირების რეაბილიტაციაა. ამჟამად, კიბეების რეაბილიტაცია სამ ამხანაგობაში - დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 22-ე და მე-6 კორპუსებში, ასევე, აღმაშენებლის გამზირის N172-ში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტისთვის სულ 45 024 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.