ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე მონაცემებით, 71 112 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა და დროულად წარადგინოთ 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.
დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2022 წლის დეკლარაციის წარდგენა
https://www.youtube.com/watch?v=QQ14W8s2rjw&t=4s
ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება
https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE
ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1
კითხვა-პასუხი
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1