ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ისა და სამხრეთ კორეისგან ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების შეწყვეტა მოითხოვა

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ისა და სამხრეთ კორეისგან ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების შეწყვეტა მოითხოვა

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ისა და სამხრეთ კორეისგან ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების შეწყვეტა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალური ფხენიანი სამხედრო წვრთნებს პროვოკაციად აფასებს, რომელმაც შესაძლოა უფრო ძლიერი შემდგომი ზომები გამოიწვიოს.

„კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება კვლავ შევიდა ძალაუფლებისთვის სერიოზული დაპირისპირების ფაზაში აშშ-ისა და სამხრეთ კორეის შეუჩერებელი და უგუნური სამხედრო ნაბიჯების გამო“, - განაცხადეს ჩრდილოეთ კორესის საგარეო უწყებაში.

31 ოქტომბერს, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთ-ერთი უმსხვილესი ერთობლივი სამხედრო საჰაერო წვრთნები დაიწყეს.