პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე: დაველოდებით

პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე: დაველოდებით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება არ სურს.

„სტამბოლში შეთანხმებას მივაღწიეთ [უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ], ხოლო შემდეგ ყველაფერი სანაგვეზე გადაყარეს. ახლა კი საერთოდ აუკრძალეს საკუთარ თავს ჩვენთან რამეზე საუბარი. როგორ შეიძლება ახლა ვიმსჯელოთ შესაძლო შეთანხმებებზე, თუ მეორე მხარეს ჩვენთან საუბარი არც კი სურს. ჩვენ დაველოდებით. იქნებ რაღაც აუცილებელი პირობა მომწიფდეს, ხოლო ჩვენი კეთილი ნება ცნობილია. ის არ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას და ეჭვს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.