სამხრეთ კორეაში, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 154-მდე გაიზარდა, მათგან 26 უცხოელია

სამხრეთ კორეაში, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 154-მდე გაიზარდა, მათგან 26 უცხოელია

სეულში, ჰელოუინის დროს ჭყლეტაში დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 26 უცხოელია, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ჭყლეტა ქალაქის ხალხმრავალ ადგილას, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მოხდა. ღონისძიებას 100 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

სეულში მდებარე იტევონის რაიონი შეკრებებისთვის პოპულარული ადგილია. რაიონში მრავალი ღამის კლუბი და ბარია.

მომხდარის გამო, სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.