ნენსი პელოსის მეუღლეს თავს უცნობი პირი დაესხა

ნენსი პელოსის მეუღლეს თავს უცნობი პირი დაესხა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს, უცნობი პირი თავს დაესხა. ცნობა მომხდარის შესახებ თავად სპიკერმა გაავრცელა.

BBC-ის ინფორმაციით, ოჯახისთვის უცნობი პირი სან ფრანცისკოში, წყვილის სახლში ჩაქუჩით შეიჭრა. პელოსის დაზიანებები თავის არესა და ხელზე აქვს. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 42 წლის კაცია.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა პოლ პელოსს ჩაქუჩი პოლიციის თვალწინ ჩაარტყა. 82 წლის პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის დროს, ნენსი პელოსი ვაშინგტონში იყო.

პოლიცია მომხდარს მკვლელობის მცდელობად მიიჩნევს.