ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვიდან რამდენიმე საათში, კომპანიის გენერალური და ფინანსური დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლა

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვიდან რამდენიმე საათში, კომპანიის გენერალური და ფინანსური დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლა

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვიდან რამდენიმე საათში, კომპანიის გენერალური დირექტორი, პარაგ არგავალი, ფინანსური დირექტორი, ნედა სეგალი, მთავარი იურისტი, ვიჯაია გადი და სხვა ტოპ-მენეჯერები თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამასთან, როგორც Insider-ი წერს, არგავალის კომპენსაციამ 38 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა, სეგალის კი 25 მილიონზე მეტ დოლარს გადაუხდიან.

მედიის ინფორმაციით, უახლოეს თვეებში კომპანიის გენერალური დირექტორი თავად მასკი გახდება.

ილონ მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. კომპანიის შეძენის პროცედურის დასრულებას მასკი Twitter-ზე შემდეგი ტვიტით გამოეხმაურა: „ჩიტი თავისუფალია“.