გერმანიის პრეზიდენტი: მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს

გერმანიის პრეზიდენტი: მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს

მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

„გეთანხმებით, რომ სამართლიანი მშვიდობაა საჭირო. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს“, - გერმანიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

25 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა.