კელი დეგნანი: ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი - ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში წევრობა

კელი დეგნანი: ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი - ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში წევრობა

ვერ ვიტყვით კონკრეტული ინიციატორი ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების 19 აპრილის შეთანხმებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით კითხვას.

„19 აპრილის შეთანხმების თითოეული პუნქტი და საკითხი მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან და იყო იმ დიალოგისა და მოლაპარაკებების შედეგი, რაც იმართებოდა.

მართლმსაჯულების რეფორმაზე იყო საკმაოდ დიდი განხილვები, დისკუსიები და გარკვეულწილად ეს საკითხები, ამასთან დაკავშირებით, მოდიოდა ან პოლიტიკური ლიდერებისგან თავად ან ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის ან ეუთო-ს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა განეხორციელებინა საქართველოს.

ვერ ვიტყვით კონკრეტული ინიციატორი ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა და თითოეული საკითხი რაც იქ განიხილებოდა და რაც იქნა მიღებული, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან, ვინც ესწრებოდნენ ამ მოლაპარაკებების პროცესს.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მოგეხსენებათ, რომ ეს კომისია დაკომპლექტებულია სამართლის სფეროს ექსპერტებით, რომლებიც სწავლობენ ევროპის და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ საქართველოს ვურჩიეთ, რომ სანამ მიიღებს კანონმდებლობას ეს გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში და ასევე ეუთო-ში შეფასებებისთვის იმიტომ, რომ მათ უკეთ იციან თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონმდებლობა საუკეთესო სტანდარტებს, რამდენად შეესაბამება ევროპის კანონმდებლობას და აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას ეს კანონმდებლობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე კონცენტრირება და კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი. ეს იყო ყველაზე დიდი პრიორიტეტი და დაპირება, ვინაიდან ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი. ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში წევრობა”, - განაცხადა კელი დეგნანმა.