შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა: უკრაინაში, დელეგაციაში იცით ვინ არ წამოვიდა? „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი პარტია. თქვენი დელეგაციები არ არსებობს. საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი

შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა: უკრაინაში, დელეგაციაში იცით ვინ არ წამოვიდა? „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი პარტია. თქვენი დელეგაციები არ არსებობს. საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი

ვინ მაიძულა მე უკრაინაში წასვლა, იმ დელეგაციაში იცით, ვინ არ იყო? „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენი პარტია არ იყო წარმოდგენილი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რომან გოცირიძეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მანამდე „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა: „რატომ არ ჩახვედით უკრაინაში, რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არც ერთი წარმომადგენელი მთავრობიდან. რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა. ვის ეუბნებით, რომ მინისტრები არ ჩავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა? კი არ ჩავიდა, ძალით გავუშვით, მთელი ამბები მოვაწყვეთ“.

შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მოუწოდა, ისტორიას პატივი სცენ.

„ამ დარბაზში ტყუილი პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს, ვიტყვი, ვინ მაიძულა მე უკრაინაში წასვლა? ერთ რამეს შეგახსენებთ, იმ დელეგაციაში იცით ვინ არ იყო? ვინ არ წამოვიდა?,  „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენი პარტია არ იყო წარმოდგენილი საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც იყო მეორე საპარლამენტო დელეგაცია მსოფლიოში, რომელიც ჩავიდა კიევში. ასე რომ, მოდით, ისტორიას პატივი ვცეთ. თქვენი დელეგაციები არ არსებობს. საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.