კომშის მურაბა

კომშის მურაბა

ინგრედიენტები

1   კგ. კომში

1   კგ. შაქარი

1   ჭიქა წყალი

ცოტაოდენი ლიმონის მჟავა

მომზადებ

თუ კომშს ბუსუსები აქვს, გაწმინდეთ. გაჭერით ოთხად და მოაშორეთ თესლი (არ გათალოთ). გამოიყენეთ ზიგზაგისებური საჭრელი, თითოეული მეოთხედი დაჭერით 0.5 სმ. სისქის განივ ნაჭრებად. თუ არ გაქვთ ასეთი საჭრელი, გამოიყენეთ ჩვეულებრივი დანა. აწონეთ შაქარი და დარწმუნდით, რომ კომშის წონის ტოლია (პროპორცია 1:1).

მოათავსეთ კომში სქელძირიან ქვაბში, არ უნდა იყოს ძალიან ღრმა. კომშზე თანაბრად გაანაწილეთ შაქარი და ჩაასხით წყალი. დაუფარებლად ადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე, დროდადრო ურიეთ ხის კოვზით, მანამ, სანამ კომში არ მიიღებს ოქროსფერს და სიროფი არ შესქელდება (დაჭირდება დაახლოებით 50 წუთიდან ერთ საათამდე). გააცივეთ. თუ იყენებთ ლიმონის მჟავას, გამორთვამდე 5 წუთით ადრე შეურიეთ მურაბას.

კოვზით გადაიტანეთ გაგრილებული მურაბა ქილაში და მოხუფეთ. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.