ოლაფ შოლცი: გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა

ოლაფ შოლცი: გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთის ერთიანობას ვერ დაარღვევს და ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ცდილობს, ენერგეტიკის და სურსათის საკითხები იარაღებად გამოიყენოს. ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და მუშაობს ენერგომატარებლების საფასურის შემცირებაზე, თუმცა ბერლინმა ასევე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოჰყვეს.

შოლცი აცხადებს, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ გაზის ექსპორტიორმა ქვეყნებმა ის სხვა ბაზრებზე გაყიდონ, რის გამოც ევროკავშირის მიერ მიღებული გაზის ოდენობა შემცირდება.