ვიქტორ ორბანი: მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ ის

ვიქტორ ორბანი: მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ ის

არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ტვიტერზე“ წერს.

„მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი - ხვალ და არა ხუთ წელიწადში. უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს აშკარაა“, - აცხადებს ორბანი.

მან გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკას გადახედონ.