ტურისტები სტალინის სურათთან ,,Internationale”-ს მღერიან(Video)

ტურისტები სტალინის სურათთან ,,Internationale”-ს მღერიან(Video)

2013 წლის 4 ივლისს გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის აღდგენის მომხრეების მიერ გამართულ აქციას უცხოეული ტურისტები შეუერთდნენ და ბელადის სურათთან ,,ინტერნაციონალი” იმღერეს. სავარაუდოდ, ისინი ისრაელიდან ჩამოსული დამთვალირებლები იყვნენ. სტალინის მომხრეები კი ძეგლის აღდგენას ითხოვდნენ.

კომუნისტური მოძრაობის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მათი ძირითადი მოთხოვნა პირვანდელ ადგილზე ძეგლის აღდგენაა, თუმცა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებსაც განიხილავს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განმარტებით, კულტურის სამინისტროს წინაშე 2 პროექტია წარდგენილი. ორივე პროექტის მიხედვით ძეგლის დადგმა სტალინის სახლმუზეუმის ეზოშია განზრახული. ,,ერთი პროექტის მიხედვით, ძეგლი უშუალოდ სტალინის ძველი სახლის წინ დგას, ხოლო მეორე პროექტით ძეგლი ამავე პარკში ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ვნახოთ, ველოდებით პასუხს სამინისტროდან, თანხა უკვე გამოყოფილია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტალინური ორგანიზაცია მზადაა ძეგლის აღდგენის ხარჯები თავადვე გაიღოს.” – აცხადებს დავით რაზმაძე.