ზელენსკი: ის, რომ რუსეთმა ირანს დახმარების თხოვნით მიმართა, კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა

ზელენსკი: ის, რომ რუსეთმა ირანს დახმარების თხოვნით მიმართა, კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის, რომ რუსეთმა ირანს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა, კრემლის სამხედრო-პოლიტიკურ გაკოტრებას ცხადყოფს.

„ის ფაქტი, რომ რუსეთმა ირანს დახმარების თხოვნით მიმართა, კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ თავიანთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და ბოლოს თეირანში დახრილი თავებით მოუწიათ წასვლა საკმაოდ მარტივი დრონებისა და რაკეტების მისაღებად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს რუსეთს მაინც არ დაეხმარება.

„ჩვენ აუცილებლად გავცემთ ამას შესაბამის საერთაშორისო პასუხს. თუმცა ახლა, ტაქტიკურ დონეზე, ირანული დრონების ხარჯზე ტერორისტებს შეიძლება გარკვეული იმედი, ახალი ილუზიები ჰქონდეთ. ეს ყველაფერი ჩამოიშლება, ისევე როგორც მათი წინა გათვლები. ამ ომის 237 დღე ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხი ნებისმიერ საფრთხეზე, თუ ერთად ვიმოქმედებთ - ყველა უკრაინელი და თავისუფალი სამყაროს ყველა ხალხი“, - განაცხადა მან.