NYT: ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში რუს სამხედროებს ირანული დრონების მართვას ასწავლიან

NYT: ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში რუს სამხედროებს ირანული დრონების მართვას ასწავლიან

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რათა მათ რუს სამხედროებს თეირანისგან ნაყიდი დრონების მართვა ასწავლონ. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ირანელი ინსტრუქტორები წარმოადგენენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, რომელიც აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

რუსი ოპერატორების შეცდომების გამო უკრაინასთან ომში ირანული დრონების გამოყენება არაეფექტური აღმოჩნდა. NYT-ის წყაროები აცხადებენ, რომ მექანიკური პრობლემების გამო რუსული მხარე დრონებს იშვიათად იყენებდა. პირველ ეტაპზე რუსეთმა თავისი პერსონალი ირანში, დრონების მართვის სასწავლებლად გაგზავნა, თუმცა როდესაც პრობლემები არ აღმოიფხვრა, ირანმა გადაწყვიტა, საკუთარი ინსტრუქტორები ყირიმში გაგზავნოს.