რამდენადაც ეს ცვლილებები აუმჯობესებს საპარლამენტო კონტროლს, იმდენად საკონსტიტუციო ცვლილებები ძირს უთხრის საპარლამენტო კონტროლს იმ წესის შემოტანით კონსტიტუციაში, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა ერთად უჭერს მხარს. საუბარია ერთი წლით გენერალური პროკურორის არჩევაზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„პოლიტიკური კლასი და ეს ორი პარტია უნდა ჩამოყალიბდეს მართლა უნდათ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება თუ უბრალოდ მოჩვენებითად უნდათ რაღაც ცვლილებების გაკეთება“, - განაცხადა იოსელიანმა